HOT NEWS
რატომ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე? 1: ინტერნეტ სივრცეში თქვენ ქმნით სრულყოფილ WEB-გვერდს თქვენი კომპანიის ამომწურავი ინფორმაციით. 2: კომპანიის მოძიების ყველაზე: რატომ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე?1: ინტერნეტ სივრცეში თქვენ ქმნით სრულყოფილ WEB-გვერდს თქვენი კომპანიის ამომწურავი ინფორმაციით.2: კომპანიის მოძიების ყველაზე მარტივი საშუალება ინტერნეტ სივრცეში.3: ყველა კომპანია ერთ სივრცეში4: ჯანსაღი კონკურენცია5: კომპანიის რეკლამირება სოციალურ ქსელში
ჯეო მულჩი

კონტაქტი

ქვეყანა
Georgia
ქალაქი
გარდაბნი
მისამართი
სოფელი გამარჯვება
მობილური
+995 579 970-965

სოციალური ქსელები

ჩვენს შესახებ
მულჩი – თუ გიყვარს შენი მცენარე! ორგანული მულჩის შემოტანის იდეა აშშ–ში დაიბადა, სადაც მულჩის კულტურას ასწლოვანი ისტორია აქვს და წარმატებით იყენებენ როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ლანდშაფტური დიზაინში და დეკორატიულ მცენარეთა მოვლისათვის. კომპანია „ჯეო მულჩის“ დამფუძნებელმა ინტერესი საქმედ აქცია და რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა მულჩის კულტურას, მის გამოყენებას და წარმოებას აშშ–ს წამყვან უნივერსიტეტებში (კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი,ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტი), შემდეგ კი მოვიდა დრო ეს ტექნოლოგია საკუთარ სამშობლოში დაენერგა. საქართველო აგრარული ქვეყანაა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად დგას მიწების უნაყოფობის და ეროზიის პრობლემა. აქედან გამომდინარე პრობლემა გადაჭრას საჭიროებს. მულჩირების მიზანია ხელი შეეწყოს მოსავლიანობის ზრდას, ბაღებსა და სკვერებში მიწის განაყოფიერებას, ესთეტიურობისა და სისუფთავის შეტანას. ჩვენი ნაწარმი – ორგანული მულჩი მულჩის წარმოება მულჩი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების მსხვილ და წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებით. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით – ორგანიკა. შეფერვა ხორციელდება აშშ–ს სტანდარტების შესაბამისი სპეც. საღებავით ვაწარმოებთ: 1. შეუფერავ მულჩი (ბუნებრივი ხის ფერი) 2. წითელი მულჩი 3. ყავისფერი მულჩი 4. შავი მულჩი მულჩი - საკვები თქვენი მცენარისთვის . აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. . იცავს ნიადაგს წყლისა და ქარისმიერი ეროზიისგან (ჩარეცხვა, გამოშრობა) . ხელს უწყობს ნიადაგში არსებული მიკრო და მაკრო ელემენტების მცენარეებისათვის ათვისებად მდგომარეობაში გარდაქმნის პროცესს. . ამდიდრებს ნიადაგს ორგანული საკვებით, რადგან დროთა განმავლობაში იგი გადაიქცევა ბუნებრივ ნეშომპალად. . ხელს უწყობს მცენარის ზრდასა და განვითარებას. . აუმჯობესებს ფესვთა სისტემას და იცავს როგორც ძლიერი ყინვისგან, ასევე გადახურებისაგან. . 50%-ით ამცირებს წყლის აორთქლებას (ამდენად, ხშირი მორწყვის აუცილებლობას აღარ საჭიროებს მცენარე) . ერთი–ორად ზრდის მოსავლიანობას. . ხელს უშლის სარეველა მცენარეების ამოსვლა გავრცელებას. . იცავს გარემოს მტვრის ნაწილაკებისგან. . არის ქარისადმი მდგრადი. . ამცირებს ნაყოფის დაზიანებას ძირს ჩამოვარდნის დროს. . ორგანულ მულჩს აქვს სასიამოვნო ფერი (ბუნებრივი ხის ფერი, წითელი, შავი, ყავისფერი) და ფაქტურა. . არ აქვს მტვერი და წვიმის შემდეგ არ ტალახდება. . არის ესთეტიკურად ძალიან ლამაზი. ჩვენ გთავაზობთ: შპს. „ჯეო მულჩი“ საქართველოში ორგანული მულჩის ერთადერთი მწარმოებელია და შესაბამისად, ჩვენი ფასებიც ყველაზე დაბალია, ვიდრე მისი ინპორტირებისას, ან სამეურნეო მაღაზიაში გადაიხდით. კომპანია გთავაზობთ თქვენი მცენარისთვის საუკეთესო საკვებს და უფასო კონსულტაციას. ასევე, სურვილის შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენლები მოგემსახურებიან მულჩირების პროცესში. კომპანია ასევე გთავაზობთ თქვენი ეზოს, ბაღის დიზაინის გაკეთილშობილებას მულჩირების გზით. გაუხანგრძლივეთ ჩვენს მცენარეებს სიცოცხლე და მიიღეთ მათგან მეტი სარგებელი. დაგვიკავშირდით: ტელ: (+995) 579 970 965 (10:00–დან – 17:00–მდე) (+995) 599 11 12 34 (12:00 დან – 21:00 მდე) e-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
რუკა
ვიდეო რგოლი

განათავსე შენი კომპანია და გახდი უფრო ცნობადი