HOT NEWS
რატომ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე? 1: ინტერნეტ სივრცეში თქვენ ქმნით სრულყოფილ WEB-გვერდს თქვენი კომპანიის ამომწურავი ინფორმაციით. 2: კომპანიის მოძიების ყველაზე: რატომ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე?1: ინტერნეტ სივრცეში თქვენ ქმნით სრულყოფილ WEB-გვერდს თქვენი კომპანიის ამომწურავი ინფორმაციით.2: კომპანიის მოძიების ყველაზე მარტივი საშუალება ინტერნეტ სივრცეში.3: ყველა კომპანია ერთ სივრცეში4: ჯანსაღი კონკურენცია5: კომპანიის რეკლამირება სოციალურ ქსელში
Radisson Blu Iveria

კონტაქტი

ქვეყანა
Georgia
ქალაქი
თბილისი
მისამართი
ვარდების რევოლუციის მოედანი N:1
ტელეფონი
+995 322 40-22-00
მობილური
+995 571 78-87-35

სოციალური ქსელები

YouTube
ჩვენს შესახებ

  საუკეთესო იტალიური სამზარეულო გელოდებათ რესტორან “ფილინი”-ში, რომელიც გურმანებს ინოვაციური კერძების მენიუს სთავაზობს. საერთაშორისო სამზარეულოს დასაგემოვნებლად სასტუმროს “სერფეის” რესტორანი და ბარი ელოდებათ. აზარტის მოყვარულთათვის სასტუმროში 3100მ2 ფართობზე განთავსებულია კაზინო ყველანაირი სახის სამაგიდო თამაშებითა და ორი ბარით. განსხვავებული შთაბეჭდილებების მისაღებად ეწვიეთ თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზე განლაგებულ ბარ “ოქსიჯენს”, სადაც კოკტეილების მაცდური მენიუ დაგხვდებათ. ახალი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია თბილისის შემაღლებულ ადგილას, ვარდების რევოლუციის მოედანზე, მდინარე მტკვრის პირას მდებარეობს. სასტუმროს გააჩნია 249 ოთახი, რომელთაგან 62 ოთახი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ხოლო 10 განკუთვნილია შრომის უნარს მოკლებული სტუმრებისთვის. ჩვენ ასევე გთავაზობთ ბიზნეს კლასის ოთახებს, რომლებიც იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის და ასევე, ჯუნიორ ლუქსებს განსაკუთრებული ფუფუნების მოყვარულთათვის. სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია თხევადკრისტალური ტელევიზორებით, ძვირადღირებული ტანის მოვლის საშუალებებით, უფასო ინტერნეტით და ინდივიდუალური კლიმატის კონტროლით. იდეალურ ადგილს მოსასვენებლად სასტუმროს ბოლო სართული წარმოადგენს, სადაც 1600 მ2 –ზე ან სიმონეს სპა, აუზი “ინფინიტი” და ფიტნესს ცენტრია განლაგებული. შექმნილი იმისთვის რომ გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდინს 826 კვ.მ ფართობზე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი ყველა სახის საჭირო დანადგარით. ჩვენ ასევე გთავაზობთ 9 ოთახს შეხვედრებისთვის და შთამბეჭდავ ღონისძიებათა დარბაზ “ივერიას” გაშლილს 340 კვ.მ ფართობზე.

რუკა
ვიდეო რგოლი

განათავსე შენი კომპანია და გახდი უფრო ცნობადი